"პიკში ვართ ახლა, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე"
პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა.
„ჩვენ პიკს ველოდებოდით და ამაზე ვსაუბრობდით, სანამ მკაცრი შეზღუდვები დაიწყებოდა. ანუ ვპროგნოზირებდით ნოემბრის მეორე ნახევარში და ვიცით, რომ პიკში შესული ვართ. ყველდღიურად 3-დან 4000-მდე ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს. დღეს რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ შაბათ-კვირას ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა, იმიტომ, რომ შაბათ-კვირას ასეა ხოლმე, განსაკუთრებით კვირას. ჩვენ პიკში ვართ ახლა, ეს პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, როგორ დავიცავთ იმ რეგულაციებს, რომელიც დაწესებულია. შესაძლებელია, იყოს კიდევ უფრო ზრდა, მაგრამ დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ", - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა