ამირან გამყრელიძე: თვის ბოლოს შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გავანახევროთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ისარგებლონ შეთავაზებით და სიმპტომების შემთხვევაში, ანტიგენის სწრაფი ტესტი ჩაიტარონ.
მისივე თქმით, ტესტირება უფასოა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუკი შეზღუდვების გაფართოების პერიოდში რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება დაცული, შესაძლოა, თვის ბოლოსთვის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა განახევრდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ჩვენ ვთხოვეთ და ყველა პოლიკლინიკში, დაწესებულებაში, სადაც ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელი იყო ტესტირების ჩატარება, ნაკადი შედარებით ნაკლები იყო. ამიტომ ყველას გთხოვთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შეზღუდვების პირობებში მაქსიმალურად გავაფართოოთ კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი. თუ ყველანი შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში და მეტი, ამ თვის ბოლოს შესაძლოა, ჩვენ ახალი შემთხვევების რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და ქვეყანაში ქვესვლის სერიოზული ტენდენციაშექმნას, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა, 200-ის ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის.
ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შემოთავაზებით, რომ ქვეყნის 200-ზე მეტ ადგილზე ხელმისაწვდომია ანტიგენის სწრაფი ტეტსით გამოკვლევა, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე თბილისში დაახლოებით 42 ამბულატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150-ზე მეტ სამედიცინო დაწსებულებაში ხელმისაწვდომია ეს და ხაზს ვუსვამ, გახლავთ უფასო. სიმპტომებიან ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ როგორც ექიმის დანიშნულებით, ისე ყოველგვარი ექიმის დანიშნულების გარეშე მივიდნენ ეგრეთ წოდებული თვითდინებით, თუ მათ აქვთ სიმპტომები. მათ ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ უფასოდ, ამას აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- რატომ ვირჩევთ ევროპას?
- "მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- 8 ოპოზიციური პარტია რეგიონებში წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას იწყებს
- "ჩამოგდებული სამოქალაქო თვითმფრინავისთვის აზერბაიჯანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის" - ილჰამ ალიევი