ქუთაისში კოვიდ19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
ქუთაისში კოვიდ19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, საპენსიო ასაკის ადამიანების აქტიურობა შეინიშნება.
ქუთაისის #4 მრავალპროფილურ-შერეულ პოლიკლინიკაში ამ ფაქტს სახელმწიფოს მიერ პენსიონერთა აცრის შემდეგ მიცემული ფულადი წახალისებით ხსნიან.
ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის. 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.
პოლიკლინიკაში საპენსიო ასაკის ადამიანები ჯავშნისა და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იცრებიან.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა