ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ევროპული სამყარო და ქუთაისი“ გაიხსნა
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, „ევროპის მემკვიდრეობის დღეები”-სა და ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა „ევროპული სამყარო და ქუთაისი“.
გამოფენის გახსნას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალურ ექსპონატები, რომლებიც ევროპასთან საქართველოს მჭიდრო ურთიერთობას და კულტურულ-ეკონომიკურ გავლენას ადასტურებს:
კალიპსოს მონასტერში, 1060 წელს გადაწერილი ოთხთავი, სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, XVIII საუკუნის მოღვაწის ტიმოთე გაბაშვილის „მოგზაურობა“, ვახტანგ მეექვსეს მიერ საქართველოში მოწვეული სასტამბო საქმის სპეციალისტის, უნგრო-ვლახელი მიხაილ იშტვანოვიჩის მიერ გამართულ სტამბაში დაბეჭდილი სახარება და კონდაკი, ფრანგი მოგზაურის დიუბუა დე მონპერეს 1848 წელს გამოცემული ალბომი „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“, ევროპული მონეტები, ამ ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მყარი მტკიცებულებით და ბევრი სხვა უნიკალური ნივთი.
„ქუთაისი ევროპული კულტურის ქართული აკვანია. დღევანდელი გამოფენა კიდევ ერთი დასტურია ამისა. როგორც ცნობილია, ჩვენ დავიწყეთ ქუთაისის კულტურის სტარტეგიაზე მუშაობა. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა მუზეუმში გაიმართა. სწორედ ბევრი ასეთი გარემო უნდა გვქონდეს ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს არამხოლოდ კულტურის განვითარებას, არამედ, ზოგადად ქალაქის მრავალმხრივ განვითარებას და წინსვლას. ამ საქმეში მხარს გვიჭერს ევროკავშირი და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთათვისაც ნათელია ქუთაისის როლი მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაში.
მადლობა მინდა ვუთხრა ამ გამოფენის ორგანიზატორებს და ბევრი ასეთი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება ვუსურვო ჩვენს ქალაქს!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
2021 წელი ევროკავშირის მიერ რკინიგზის ევროპულ წლად გამოცხადდა. ამ ფაქტის გათვალისწინებით, მუზეუმში მისულ სტუმრებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ ფოტო-ფონო ფონდში დაცული უნიკალური მასალა ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობის შესახებ და მწერალ ელგუჯა თავბერიძის ლიტერატურულ ეტიუდს „ურკინიგზო ქუთაისის სევდა’’ გაცნობოდნენ.
სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება