ქუთაისის მერი გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მოადგილე ირაკლი ქარქაშაძესთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ,,ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივის“ ფარგლებში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული საკითხები.
,,ქუთაისი უკვე ორი წელია თანამშრომლობს გაეროს ფონდთან, ,,ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის“ ფარგლებში, რამაც საშუალება მოგვცა არაერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება გაგვეზირებინა და მოგვემზადებინა ის გეგმა, რომლითაც ჩვენი ქალაქი ოფიციალურად შეუერთდება და მიიღებს ამ სტატუსს.
ხშირად გვაქვს შეხვედრები Unicef -ის გუნდთან , რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული ნაბიჯი იყოს განსაზღვრული და შედეგებზე ორიენტირებული.
დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ჩვენ მზად გვექნება გეგმა, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისიც შეუერთდეს ბავშვზე მორგებული ქალაქების გუნდს. ეს იქნება ჩვენი ახალგაზრდების წარმატებაზე ორიენტირებული პროგრამა,“- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40 -ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქს და ადგილობრივ თვითმმართველობას, ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციტივაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდსა და ქალაქს შორის უკვე გაფორმებულია მემორანდუმი, რომლითაც განსაზღვრულია კონკრეტული ქმედებები ქუთაისის ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩასართავად.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი