ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022-ის" წარდგენა გაიმართა
ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022-ის" წარდგენა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი.
ახალგაზრდული ინიციატივების პროგრამის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართვა.
"ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა ერთერთი საუკეთესო და წარმატებული პროგრამაა , რომელსაც ქუთაისის მერია ახორციელებს. უკვე ათეულობით პროექტი იქნა ჩვენს მიერ დაფინანსებული ამ პროგრამის ფარგლებში და უამრავი ახალი იდეა იქცა რეალობად. 2022 წლის ბიუჯეტში 100 000 ლარი გვაქვს ამ პროგრამისთვის განსაზღვრული.
მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ, მოგვაწოდონ თავიანთი იდეები, პროექტები, ინიციატივები- ჩვენგან ყოველთვის ექნებათ განსაკუთრებული მხარდაჭერა."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიება მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა