ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში Escapeland-„აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზში“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე პარტნიორმა ქალაქებმა პრეზენტაციები თავიანთი ქალაქების ტურისტული პოტენციალის შესახებ გააშუქეს, ასევე შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ისაუბრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი პრეზენტაცია ქალაქის ტურისტულ ატრაქციებსა და ტურიზმის სხვადასხვა სფეროებში არსებულ მიღწევებს ეხებოდა. პროექტში მონაწილე ქალაქები მზადყოფნას გამოთქვამენ გაიზიარონ ის გამოცდილება, რომელიც ქალაქ ქუთაისს ტურიზმის ინდუსტრიის სფეროში დაუგროვდა.
საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე, პროექტის კოორდინატორი თეა ხეცურიანი, ტურიზმის ექსპერტი მარი დევიძე და პიარ-ექსპერტი ლიკა ჩახუნაშვილი დაესწრნენ.
პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ და განხორციელება 2020 წლის 1 ივნისს დაიწყო. იგი შავი ზღვის 2014-2020 წლების საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში ხორცილედება და 24 თვე გრძელდება.
პროექტის მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარება ტურიზმისა და კულტურული მეწარმეობის კუთხით. ასევე შავი ზღვის აუზში პარტნიორებს შორის კონტაქტების გაღრმავება.
“Escapeland“-ის ფარგლებში ურთიერთგამოცდილების გაზიარების საფუძველზე იგეგმება ქალაქ ქუთაისის ტურიზმის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შექმნა.

სიახლეები
- "სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს" - ირაკლი კობახიძე
- სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა
- "ჩვენი მთავარი მიზანია სამართლიანი მშვიდობა და ომის დასრულება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დიპლომატიის გზაზე გამარჯვება მოვიპოვოთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 დეკემბრისთვის
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება