ამ გვერდის ამობედვა

თბილისის მერიაში განმარტავენ, რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა

თბილისის მერიაში განმარტავენ, რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემოღება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.

„ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას გზაჯვარედინებზე;

 

ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც ქალაქში არსებული ერთიანი ინფორმაციის მეშვეობით, დაადგენს პრიორიტეტულ მწვანე დერეფნებს და შეამცირებს დაყოვნების დროებს;

 

ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა აგრეთვე მოიცავს რეალურ დროში საგზაო ინციდენტების აღმოჩენას; დინამიური ტაბლოების მონტაჟს ქალაქის მასშტაბით; რეალურ დროში ქალაქში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას.

 

რაც შეეხება საავტობუსო დერეფნების განვითარებას, ის მოიცავს ისეთ კომპონენტებს როგორიცაა: მწვანე დერეფნების შექმნა, სადაც აქცენტია გაკეთებული ინკლუზიურ გარემოზე, კეთილმოწყობა, ველობილიკების და საავტობუსო ხაზების განვითარება. ასე მოიცავს, საავტობუსო დერეფნების განვითარებას, სადაც აქცენტი გაკეთდება სწრაფ და უსაფრთხო მგზავრთა გადაყვანაზე”, - აღნიშნავენ მერიაში.

წაკითხვა 107 ჯერ