მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე – online.naec.ge – 6 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
„სავალდებულოა, 20 აპრილის 10:00 საათიდან 4 მაისის 18:00 საათამდე აპლიკანტებმა გამოცდების საფასური გადაიხადონ (არანაკლებ ერთი გამოცდის).
2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს, რომლის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
კანდიდატებმა, რომელთაც სპეციალური საგამოცდო პირობები სჭირდებათ, რეგისტრაციის პროცესში უნდა მონიშნონ შესაბამისი გრაფა და 6 მაისის 18:00 საათამდე ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგინონ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,სახელმწიფო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთი მედიკამენტის ფართო დაფინანსებაზე ან შემოტანაზე, რომლის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებული არ არის"- თამთა მეგრელიშვილი
- ,,ვხედავთ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას ალიანსს და მათი მეორე დონის ეშელონს ვაშაძისა და სხვების სახით"- შალვა პაპუაშვილი
- 1107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია 2 პირი
- პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
- იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს