კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ჩინეთი კვლავ უარყოფს, რომ COVID-19 ჩინეთში წარმოიშვა და მისი წარმომავლობის დასადგენად დამატებით კვლევებს აწარმოებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
გამოცემის ცნობით, ბოლო პერიოდში, ჩინური სახელმწიფო მედია ინტენსიურად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იმპორტირებულ გაყინულ საკვებ პროდუქტებში COVID-19 აღმოაჩინეს, რაც იმაზე მოწმობს, რომ დაავადება, ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბრამდე ჩინეთის საზღვრებს გარეთ წარმოიშვა.
გასულ კვირას, გამოცემა People's Daily-მა "ფეისბუქის" პოსტში განაცხადა, რომ ”ყველა არსებული მტკიცებულება იმაზე მიანიშნებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ცენტრალური ქალაქი ვუჰანიდან არ დაწყებულა”.
”ვუჰანი იყო ის ადგილი, სადაც კორონავირუსი პირველად აღმოაჩინეს, მაგრამ ეს არ არის ის ადგილი სადაც დაავადება წარმოიშვა”, - განაცხადა ძენგ განმა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილმა ეპიდემიოლოგმა.
ჩინელმა მეცნიერებმა ასევე სტატია გამოაქვეყნეს სამედიცინო გამოცემა Lancet-ში. სტატიის ავტორის მტკიცებით, ”ვუჰანი არ არის ის ადგილი, სადაც პირველად Sars-CoV-2 ის ტრანსმისია პირველად მოხდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა, შესაძლოა, ინდოეთში დაფიქსირებულიყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, ”ძალიან სპეკულაციური” იქნებოდა იმის მტკიცება, რომ დაავადება ჩინეთში არ წარმოშობილა.
ჯანმო-ს გუნდი მალე ჩინეთში გაემგზავრება და კორონავირუსის წამოშობის დასადგენად მუშაობას შეუდგება. COVID-19-ის წარმოშობის დადგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემდეგი პანდემიის თავიდან ასაცილებლად.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი