"ფაშინიანს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწია" - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ საჭიროა, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინონ.
როგორც პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ძალიან რთული და მტკივნეული, თუმცა სომეხი ხალხისთვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
„ამ გადაწყვეტილებების მიღება პრემიერ-მინისტრისგან სიმამაცეს მოითხოვდა. მან აიღო ეს პასუხისმგებლობა. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ პრემიერ- მინისტრს და მის გუნდს მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ტეგები:
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა