რამდენად ახლოს არიან პუტინი და ზელენსკი კონფლიქტის დასასრულამდე - უცხოური პრესა
ამერიკული ტელეარხის „ფოქს-ნიუსის“ (Fox News) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია აშშ-ის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის რებეკა კოფლერის სტატია სათაურით „რამდენად ახლოს არიან პუტინი და ზელენსკი კონფლიქტის დასასრულამდე“.
გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
კრემლი დარწმუნებულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში რუსეთი თავის ყველა ადრე გაცხადებულ მიზანს მიაღწევს, მაგრამ რას ფიქრობენ ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის ლიდერები?
რასაკვირველია, საღი აზრი გვკარნახობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა შეწყდეს და ამ მიზნით სერიოზული ძალისხმევა უნდა განხორციელდეს. დავფიქრდეთ კონფლიქტის ფასზე ადამიანთა მსხვერპლისა და დახარჯული ფინანსების თვალსაზრისით: ომში, რომელიც ათი თვეა გრძელდება, უკვე უამრავი ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, ნგრევას მოხმარდა და ხმარდება კოლოსალური მატერიალურ-ფინანსური ხარჯები, მოსახლეობა იტანჯება... იარაღით ფართო დახმარებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, უახლოეს ხანში, სავარაუდოდ, ვერცერთი მხარე გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მოიპოვებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, [შეცდომით თუ უნებლიედ] ურაინული მხარის დანაკარგები დაასახელა - ასი ათასი დაღუპული. ამ ცოტა ხნის წინათ აშშ-ის არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილმა აღიარა, რომ ომში უკრაინის გამარჯვების ალბათობა მაინდამაინც მაღალი არ არის, აშშ-ის იარაღის არსენალი კი ძალიან არის სემცირებული. გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ მონაცემებით, უკრაინისათვის გაწეული დიდი სამხედრო დახმარების გამო ტაივანი დროულად ვერ მიიღებს 19 მილიარდი დოლარის იარაღს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ჩინეთისაგან კუნძულის თავდაცვას.
ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპანიის Raytheon-ის გენერალური დირექტორის [თომას კენედის] თქმით, ომის 10 თვს განმავლობაში პენტაგონმა პორტატული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „სტინგერის“ 13-წლიანი წარმოების მოცულობა დახარჯა, ხოლო ტანკების საწინააღმდეგო „ჯაველინებისა“ - ხუთწლიანი. გახარჯული რეზერვების შესასვსებად აშშ-ის თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობები საკმაოდ შეზღუდულია. ნოემბერში ამერიკამ [უკრაინის] დასახმარებლად უკვე 68 მილიარდი დოლარი დახარჯა, შემდეგ კი ადმინსიტრაციამ კონგრესს დამატებით 37 მილიარდის გამოყოფა სთხოვა.
აშკარად ჩანს, რომ უახლოეს პერსპექტივაში ვერცერთი მხარე ერთმანეთს ვერ დაჯაბნის, რადგანაც უკრაინას იარაღით და ფულით დახმარების გაწევის იმედი ყოველთვის აქვს, რუსეთს კი იარაღისა და რესურსების დიდი მარაგი, სამშვიდობო მოლაპარაკების ალბათობა ძალიან დაბალი რჩება: მოსკოვს, კიევს და ვაშინგტონს - მიმდინარე კონფლიქტის საკვანძო ფიგურებს - ერთმანეთისაგან განსხვავებულ საწინააღმდეგო პოზიციები აქვთ და მიზნად ისეთი ამოცანები აქვთ დასახული, რომელთა განხორციელება მიუღწეველია.
რუსეთის პოზიციები
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რიგი ტაქტიკური წარუმატებლობის მიუხედავად, აცხადებს, რომ დასავლეთმა ყირიმისა და დონბასის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა უნდა აღიაროს, მაგრამ ეს არ აწყობთ არც ამერიკას და არც ევროპას, რადგან ასეთი დათმობა წამგებიანია და კაპიტულაციის ტოლფასია.
გასულ კვირას კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გამორიცხა სამშვიდობო მოლაპარაკებები მანამ, სანამ რუსეთი უკვე გამოცხადებულ და ყველასათვის ცნობილ ამოცანებს არ შეასრულებს. აშკარაა, რომ ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის გაჭიანურებისთვის ემზადება, უკრაინისა და დასავლეთის შესაძლებლობების გამოფიტვის მიზნით: მან გასულ ოთხშაბათს განმარტა, რომ [დასავლეთისთვის] ომის შედეგები ჯერ კიდევ წინ არის, ისინი მოგვიანებით გამოვლინდება. ნოემბერში რუსეთმა ნაწილობბრივი მობილიზაცია დაასრულა და შეიარაღებული ძალები დამატებით 300 ათასი სამხედრო მოსამსახურით შეავსო, ასევე 13,6 მილიარდი დოლარით გაადიდა 2023 წლის სამხედრო ბიუჯეტი.
ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთის არმიის დარტყმები უკრაინის კრიტიკულ (კრიზისულ) ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რის შედეგადაც მოსახლეობას აკლდება სითბო, არ აქვს ელექტროდენი და სასმელი წყალი, ეს ყველაფერი გავლენას მოახდენს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და იგი იძულებული გახდება კრემლის პირობებს დაეთანხმოს.
უკრაინის პოზიციები
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნაკლებად რეალისტური სამხედრო მიზნები აქვს. ნოემბრის დასაწყისში მან მოლაპარაკების დაწყების პირობად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დაასახელა - რუსეთის არმიის გასვლა ოკუპირებული ტერიტორიიდან - დონბასისა და ყირიმის დატოვების ჩათვლით. მისი აზრით, რუსეთმა ასევე უნდა გადაუხადოს მილიარდობით დოლარის კომპენსაცია უკრაინას და სამხედრო დამნაშავეები საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადასცეს. ბოლო დრომდე უკრაინის პრეზიდენტი იმასაც კი აცხადებდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ რუსეთის ახალი პრეზიდენტთან ერთად დაჯდებოდა, რაც სერიოზულ პირობას ვერ ვუწოდებთ.
დრემდე ქარიზმატული ყოფილი მსახიობი საკმაოდ წარმატებულად არწმუნებდა დასავლეთს, აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მტავრობებს, რომ მათ მსხვილი თანხები გამოეყოთ უკრაინისათვის, რუსეტის აგრესიისაგან ტავდაცვის მიზნით. ამერიკის მიერ გაწეულმა დახმარებამ უკრაინის 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობის 50%-ს გადააჭარბა და 200,1 მილიარდ დოლარი შეადგინა, მაგრამ, როგორც ამასწინანდელი გამოკითხვა ადასტურებს, ამერიკელების მხარდაჭერა უკრაინისადმი შესუსტდა: რესპოდენტთა თითქმის ნახევარი (47%) თვლის, რომ ვაშინგტონმა კიევს მოლაპარაკებაზე თანხმობისთვის უნდა მოუწოდოს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ამასწინანდელ მოწოდებას ამერიკისადმი კიდევ 55 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე - საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვისა და ქვეყნის აღდგენის მიზნით, ამერიკის მოსახლეობაში მომხრეები ეყოლება. ილონ მასკმაც კი, რომლის კომპანია SpaceX-მა უკრაინა სტაბილური თანამგზავრული კავშირით უზრუნველყო, ქვეყნის მთავრობას და მოსახლეობას შეახსენა, რომ ხელგაშლილობა უსაზღვრო არ არის. თუ უკრაინის არმიას ილონ მასკის კომპანიის მიერ დათმობილი Starlink-ის ინტერნეტ-ტერმინალები მოაკლდება, ეს ძალზე ნეგატიურად იმოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის ეფექტურობასა და ქვედანაყოფების მობილურობაზე.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია
ვაშინგტონმა, მართალია, მეტ-ნაკლებად გააცნობიერა რუსეთთან თავისი „პროქსი-კონფლიქტის“ ნეგატიური შედეგები და ცდილობს საღ აზრს მოუხმოს, მაინც „სასურველის სინამდვილედ გასაღების“ მოქმედებს პარადიგმით მოქმედებს. ჯო ბაიდენის თანაპარტიელების მოწოდებებმა ვლადიმერ პუტინის დამხობის მიზნით აჩვენეს, თუ რა შორს დგანან რეალობისაგან ვაშინგტონელი პოლიტიკოსები. მართლაცდა, მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალის მფლობელი ქვეყნის ხელისუფლების დამხობაზე ფიქრი - იმ მთავრობისა და პრეზიდენტისა, რომელსაც მხარს მოსახლეობის სულ მცირე 70% უჭერს - საკუთარი თავის მოტყუებას ნიშნავს.
კაცმა რომ თქვას, რაც დროს გადის, აშშ-ის თავდაპირველი ანტირუსული განცხადებები ახლა ცოტა შერბილებულია: გასულ სამშაბათს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უფრო „შედარებით მორიდებული“ მოთხოვნები ჩამოაყალიბა - რუსები იმ ხაზზე უნდა დაბრუნდნენ, რომელზეც ომის დაწყებამდე - 24 თებერვლამდე იმყოფებოდნენ, ანუ ვლადიმერ პუტინი ყირიმს და დონბასის მნიშვნელოვან ნაწილს თავის კონტროლში ინარჩუნებს. რუსების სრული გაძევება უკრაინის 2014 წლამდე არსებული ტერიტორიიდან, ანუ ყირიმიდან და დონბასიდან, ფაქტიურად შეუძლებელია - ჯერ ერთი, რომ ძალიან დიდ დამატებით ხარჯებს მოითხოვს, მეორე - დაკავშირებულია რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხესთან. რუსეთის ბირთვული დოქტრინის მე-19 პუნქტი უფლებას აძლევს კრემლის ბინადარს, რომ თითი დააჭიროს „წითელ ღილაკს“, თუ მოწინააღმდეგე რუსეთის არმიის სტრატეგიული ბირთვული იარაღის დისლოცირების ადგილებს შეუტევს.
ჯო ბაიდენისადმინისტრაციას კარგად ესმის, ვლადიმერ პურინს თავისუფლად შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ მცირე სიმძლავრის ბირთული იარაღის გამოყენების საქნცირება. სწორედ ამიტომ, სანამ უკრაინაში „ჰაიმარსის“ სარაკეტო კომპლექსს და რაკეტებს გაგზავნიდა, ისინი პენტაგონმა ისე გადააკეთა, რომ თუ უკრაინელებს „ხელი წაუცდებოდათ“ და რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეებისაკენ გაუშვებდნენ, „ჰაიმარსები“ იქამდე მაინც ვერ მიაღწევდნენ. ალბათ, სწორედ ამიტომ ენტონი ბლინკენი მუდმივად აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინელებს არ აქეზებს რუსეთის ტერიტორიაზე აქციებისა და მიტინგების მოსაწყობადო.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, თანდათან მიდის იმის გაცნობიერებმადე, რომ გადასახადის გადამხდელთა ფული გამოულევი არ არის და არც აშშ-ის სამხედრო არსენალია უძირო, ამიტომ დროა კონფლიქტი ჯერ შეჩერდეს, შემდეგ კი შეწყდეს. ამ ომში ვერცერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს.
ყველას უნდა ახსოვდეს: რუსები ომებში დიდ დანაკარგებს მიჩვეულნი არიან. თუ ვაშინგტონი არ ჩაერევა და ვლადიმერ ზელენსკის არ აიძულებს მოლაპარაკების დაწყებაზე ამ საშინელი და დამანგრეველი ჩიხიდან გამოსასვლელად, ვლადიმერ პუტინი მანამ არ გაჩერდება, სანამ ბოლო უკრაინელს არ იმსხვერპლებს.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"