ვლადიმერ პუტინს ფედერაციის საბჭომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენებაზე თანხმობა მისცა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენების თაობაზე თანხმობა მისცა. ამის შესახებ რუსული მედია ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეზე, ვალენტინა მატვიენკოზე დაყრდნობით იტყობინება.
„შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემით, ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს იქნება სამშვიდობო ძალები, რომლებიც მიმართულია დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიწაზე მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა მატვიენკომ.
არსებული ცნობებით, ამ გადაწყვეტილებას მხარი 153-მა სენატორმა დაუჭირა. მატვიენკოს თქმით, საკითხის ღია რეჟიმში განხილვამდე კონსტიტუციური წყობის, თავდაცვის, საერთაშორისო საქმეთა შესაბამისმა კომიტეტებმა, ასევე პალატის საბჭომ უკვე განიხილეს.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი