"რომ გვდომებოდა, ბოლომდე მივიყვანდით"- პუტინის პასუხი ნავალნის მოწამვლაზე
რომ გვდომებოდა, ბოლომდე მივიყვანდით, – აღნიშნული კომენტარით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.
ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან დაკავშირებით ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს დაუსვეს კითხვა.
„პესკოვი მხოლოდ გუშინ მესაუბრა ამ საკითხის შესახებ ბოლოს გაჟღერებულ ვერსიებზე. მისმინეთ, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, ეს რა არის, ეს არის ამერიკული სპეცსამსახურების ლეგალიზაცია. ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა საჭიროა. ვის რაში სჭირდება? რომ გვდომებოდა, ბოლომდე მივიყვანდით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს შეუძლოდ გახდა. ის სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს. 14 დეკემბერს რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყა, სადაც ნათქვამია, რომ ნავალნის მოწამვლაში რუსეთის ფედერალური სამსაურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობას კატეგიურულად უარყოფს რუსული მხარე.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან