ბაშარ ასადი გეგმა «В»-ს, ანუ ცოლის გაპრეზიდენტების განზრახვის კრახის გამო, გეგმა «С»-ზე გადადის
არაბთა გაერთიანებული საემიროების ტელეარხ „ალ-არაბია“-ს («Al Arabiya») ეთერში გადაიცა ინტერვიუ სირიელ ჟურნალისტთან, პოლიტოლოგმა აბდელ ნურთან, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონში ცხოვრობს.
მან ისაუბრა სირიის პერსპექტივაზე, არცევნების სავარაუდო კანდიდატების ირგვლივ არსებულ გეგმებზე, ბაშარ ასადისა და მისი ცოლის ბედზე...
გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტური ვერსიის შინაარსს, რომელიც ტელეარხის ვებ-საიტზე გამოქვეყნდა სათაურით „ბაშარ ასადი გეგმა «В»-ს, ანუ ცოლის გაპრეზიდენტების განზრახვის კრახის გამო, გეგმა «С»-ზე გადადის“.
სირიაში პრეზიდენტის არჩევნების მოახლოების კვალობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილში ან მაისში უნდა გაიმართოს, სულ უფრო მეტი ხმები ვრცელდება მოქმედი პრეზიდენტის ბაშარ ასადის სამომავლო ბედზე. გეგმა «А»-ს თანახმად, მას შეეძლო დაეყენებინა თავისი კანდიდატურა, მაგრამ მისის საყოველთაო მიუღებლობის გამო იძულებული გახდა ალერნატივა მოეძებნა. გეგმა «В»-ს მიხედვით, ბაშარ ასადის ადგილი მის ცოლს ასმას უნდა დაეკავებინა, მაგრამ აშშ-ის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა იგი წინასაარჩევნო რბოლის ბორტმიღმა გადააგდო.
ჟურნალისტის თქმით, მესამე სცენარი, ანუ გეგმა «С» გულისხმობს ისეთი ადამიანი იპოვონ სუნიტური უმრავლესობიდან, რომელიც ბაშარ ასადის ადგილს დაიკავებს. მან არამარტო ლოიალობა უნდა გამოავლინოს დღევანდელი პრეზიდენტის რეჟიმის მიმართ, არამედ სამხედრო ელიტასაც უნდა მიეკუთვნებოდეს - უნდა იყოს ყოფილი ოფიცერი, ან ბრიგადის გენერალი. გარდა ამისა, მისი სახელი არ უნდა უკავშირდებოდეს იმ სამხედრო დანაშაულობებს, რომლებშიც ბაშარ ასადის არმიას ბრალი მიუძღვის.
ინტერვიუში აბდელ ნური, ეყრდნობა რა თავის წყაროებს დამასკოში, ამბობს, რომ გეგმა «С»-ს მიხედვით, არ არის გამორიცხული პრეზიდენტობის კანდიდატი სამოქალაქო პირიც იყოს: „ასეთი ადამიანი შერჩეული იქნება სირიის ბიზნესმენთა წრიდან, რომელიც მისაღები ფიგურა გახდება მსოფლიო საზოგადოებისათვის, არ იქნება დაკავშირებული მკვლელობებთან და კარგი რეპუტაციის მქონეა“.
პოლიტოლოგის აზრით, სირიის ლიდერი იძულებული გახდა გეგმა «С»-სთვის დაეჭირა მხარი, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობა თავიდანვე იყო გეგმა «А»-ს წინააღმდეგი (ბაშარ ასადის დარჩენა პრეზიდენტად), ხოლო გეგმა «В»-ს ამერიკელებმა ვეტო დაადეს (ასმა ასადს სანქციები გამოუცხადეს). ამრიგად, გეგმა «С» სირიის რეჟიმისათვის გარდაუვალია.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბაშარ ასადი, თუმდაც იგი გეგმა «С»-ს რეალიზებას დათანხმდეს, მაინც იქნება ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი, ხოლო ის, ვინც მას შეცვლის, მხოლოდ ერთგვარი საფარველის როლს შეასრულებს, რათა თავიდან აიცილოს საერთაშორისო ზეწოლა და სანქციები.
„დღეს ბაშარ ასადი ცუდ დღეშია, რადგან იგი მრავალი თვის განმავლობაში მხოლოდ გეგმა «В»-ს განხორციელებაზე მუშაობდა, ახლა კი მას იმედები გაუცრუვდა. გეგმა «С»-ის მიხედვით, კანდიდატს მსოფლიო საზოგადოება უნდა იცნობდეს, მას სირიელებიც პატივს უნდა სცემდნენ და ბოლოს, იგი აბსოლუტურად ლოიალური უნდა იყოს ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ... მაგრამ ასეთი ადამიანის მოძებნა თითქმის შეუძლებელია“, - ამბობს აბდელ ნური ინტერვიუში. მისი თქმით, თვითონ ბაშარ ასადს პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა არ სურს, ამიტომ იგი გეგმების ასეთ ვარიანტებს ქმნის. „20 წლის განმავლობაში იგი იმდენად მიეჩვია პოლიტიკოსობას, რომ წასვლა აღარ უნდა, მაგრამ იძულებული ხდება პოსტიდან წავიდეს“, - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი.
წყარო: https://inosmi.ru/politic/20210125/248972898.html
მოამზადა - სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი