ამ გვერდის ამობედვა

უკრაინის გენპროკურორი - კიევის რეგიონში 1200-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის რეგიონში 1 222 ცხედარი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ტერიტორია დატოვეს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიტქტოვამ Sky News-ს განუცხადა.

„რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის ყველა რეგიონში არის ომის დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის გამოსასწორებლად“, - განაცხადა ვენედიტქტოვამ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა განახორციელა სარაკეტო თავდასხმა რკინიგზის სადგურზე ქალაქ კრამატორსკში, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის ხელისუფლება 5600 სავარაუდო ომის დანაშაულის შემთხვევას იძიებს, რომელიც რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგაა ჩადენილი. არსებული ინფორმაციით, დადგენილია 500-ზე მეტი ეჭვმიტანილი ომის დამნაშავე, მათ შორის რუსეთის უმაღლესი სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნები.

წაკითხვა 187 ჯერ