ამ გვერდის ამობედვა

''ჩვენ გველის ამ ომის მეორე, ძალიან სისხლიანი ეტაპის დაწყება'' - ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე

ნატო-ში უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ახალ უფრო მასშტაბურ ეტაპს პროგნოზირებენ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მალე ამ ომის მეორე ეტაპი დაიწყება.

„ჩვენ გველის ამ ომის მეორე ძალიან სისხლიანი ეტაპის დაწყება. ჩვენ შევდივართ მის მეორე ფაზაში, უფრო მეტად რთულში, რომელიც თავისი ხასიათით პირველი ეტაპისგან განსხვავებული იქნება, თუმცა ბევრად უფრო ფართო ტერიტორიის მქონე, როგორც აღმოსავლეთში, დონბასში, ასევე სამხრეთში ყირიმისა და მარიუპოლის მიმართულებით“,- განაცხადა მირჩა ჯეოანამ.

ის იმედს გამოთქვამს, რომ წინააღმდეგობა დროში არ გაიწელება, თუმცა მისივე პროგნოზით ამის შანსი ნაკლებია და შიშობს, რომ იქნება ახალი ადამიანური დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობაში.

წაკითხვა 210 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 13 2022