ამ გვერდის ამობედვა

უკრაინის გენპროკურატურა დიმიტრი მედვედევსა და სერგეი შოიგუს დაკითხვაზე იბარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკითხვაზე დაიბარა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შოიგუ და მედვედევი უკრაინის პროკურატურაში 16, 17 და 18 მაისს უნდა გამოცხადდნენ ეჭვმიტანილის სტატუსით.

უკრაინის პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას.

დაკითხვაზე ასევე დაბარებული არიან: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვი, სადაზვერვო სამსახურის უფროსი, სერგეი ნარიშკინი და რუსეთის ეროვნული გვარდიის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი.

წაკითხვა 199 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 06 2022