ამ გვერდის ამობედვა

''არ გამოვრიცხავ, რომ შვედეთმა უკრაინისთვის იარაღის წარმოება დაიწყოს'' - შვედეთის თავდაცვის მინისტრი

შვედეთი უკრაინისთვის იარაღის წარმოებას არ გამორიცხავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი“, - განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პეტერ ჰულთქვისტმა, კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ.

 

მისი თქმით, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა უკვე განაცხადეს, რომ იარაღის წარმოებაში დახმარების გაწევა შეუძლიათ.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყანაში საწარმოო ხაზების გამოყენებაზე იარაღის წარმოებისთვის, რომელიც შეიძლება პირდაპირ მიეწოდოს უკრაინას", - აღნიშნა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, გუშინ კოპენჰაგენში უკრაინის მხარდასაჭერად დონორთა კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე გრძელვადიანი მხარდაჭერის სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა: სამხედრო წვრთნა, განაღმვითი სამუშაოები და იარაღის წარმოება.

წაკითხვა 205 ჯერ