" ჩვენ გამარჯვება გვსურს და არ გვინდა, მივეჩვიოთ ომს, მაგრამ მივეჩვიეთ გამოწვევებს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის არ შეხვდება ვლადიმერ პუტინს, რადგან რუსეთის ლიდერის ნდობა არ შეიძლება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს არავითარი გარემოება რუსეთის პრეზიდენტთან სასაუბროდ, რადგან ის არ ასრულებს თავის სიტყვას. ჩვენ არ გვაქვს მის მიმართ ნდობა. რუსეთმა უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ, სიხარულით შევუერთდებით დიპლომატიურ ინსტრუმენტებს. ჩვენ გამარჯვება გვსურს და არ გვინდა, მივეჩვიოთ ომს, მაგრამ მივეჩვიეთ გამოწვევებს. ყველას ერთი რამ სურს – ომის დასრულება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გამარჯვებისთვის ავიაგამანადგურებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გასულ თვეში უკრაინაში ვიზიტისთვის.
სიახლეები
- დანიის ზოოპარკი მტაცებლების გამოსაკვებად არასასურველ შინაურ ცხოველებს ითხოვს
- “უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა” - შალვა პაპუაშვილი
- დრონებით შეტევის შედეგად რიაზანის ქარხანამ ნავთობის გადამუშავება გაანახევრა
- “ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა დასაკავებელ-დასაჭერები, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის გაკეთებას სთხოვენ” - ლევან ხაბეიშვილი
- აშშ-მა და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს