ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთის „გაუქმება“ უნდათ" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მსოფლიო ცდილობს რუსეთის „გაუქმებას“, მაგრამ კრემლს „ჯერ კიდევ ჰყავს მეგობრები“ დასავლეთში.

„გაყავი და იბატონე“ სულისკვეთებით მოქმედების მცდელობა მარცხისთვის განწირულია. რუსეთის გაუქმების კამპანიის მიუხედავად, ჩვენ მაინც ბევრი მეგობარი გვყავს, მათ შორის დასავლეთში. ისინი იაზრებენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვაწინაურებთ.

 
 ეს უკვე ხდება მათი [დასავლეთის] რუსეთის წინააღმდეგ მუშაობის მეთოდი. გამოიყენონ ნაციზმის თეორია ჩვენს წინააღმდეგ და გამოიყენონ ის ძალები, რომლებიც მზად არიან ამ თეორიის პრაქტიკაში განსახორციელებლად“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წაკითხვა 171 ჯერ