ამ გვერდის ამობედვა

გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ ერდოღანს უსწრებს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსწრებს. 

თურქული მედიის ინფორმაციით, „მოტო ენდ ბულგუ რისერჩის“ მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ქემალ კილიჩდაროღლუს ამომრჩევლების 49.5% უჭერს მხარს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 41.5%. მესამე ადგილზეა მუჰარემ ინჯე, 6.5%-ით, მეოთხეზე კი, სინან ოღანი, 2.5%-ით.   კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერდნენ მხარს მეორე ტურის შემთხვევაში, კილიჩდაროღლუს ამ შემთხვევაში რესპონდენტთა 51,4%-ის, ერდოღანს კი - 40,9%-ის მხარდაჭერა აქვს.

შეგახსენებთ, თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

წაკითხვა 246 ჯერ