,,მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს"- ჯოზეფ ბორელი
მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს , - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა „სარფის“ ტერიტორიაზე, სამგზავრო ავტობუსის საბარგულში 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს
- ,,ახალ გზებს ეძებენ ევრობიუროკრატები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს კანონმდებლობის გვერდის ავლით გადატრიალების მცდელობები და გარკვეული მარშები"- ზვიად შალამბერიძე
- უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო
- ,,ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე"- მიხეილ სააკაშვილი
- „ოცნების“ დეპუტატის მობილურის გადაღების გამო „ფორმულის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს