ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას „სამარცხვინო ტყუილი“ უწოდა.
რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა“ მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის რეზოლუცია „უსაფუძვლოა“.
„ლამისაა მათ ომის დაწყებაში ნაცისტურ გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირი დაადანაშაულონ. თითქოს მათ დაავიწყდათ ვინ დაესხა თავს პოლონეთს 1939 წლის პირველ სექტემბერს და საბჭოთა კავშირს - 1941 წლის 22 ივნისს“, - განაცხადა პუტინმა.
1939 წელს მოსკოვში გაფორმებული ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული პაქტი იყო, რომელიც თავდაუსხმელობას გულისხმობდა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პაქტით საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ძირითადად ევროპის ქვეყნები ინტერესის სფეროებად გადაინაწილეს. პაქტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ინტერესის სფეროთა საზღვარს ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი წარმოადგენდა.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე