"კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში დაძაბული რჩება, ჯერ პიკი არ გადაგვილახავს"
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში დაძაბული რჩება და რუსეთს ჯერჯერობით ვირუსის გავრცელების პიკი არ გადაულახავს.
„ახალი შემთხვევების ყოველდღიური რაოდენობა დასტაბილურდა, მაგრამ ამან არ უნდა დაგვამშვიდოს, ვინაიდან სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბული რჩება. სპეციალისტები და მეცნიერები აცხადებენ, რომ პიკი ჯერჯერობით გადავლილი არ არის,“ - აღნიშნა პუტინმა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში 12 მაისიდან, ეტაპობრივად განხორციელდება.
„მე დავავალე მთავობასა და რუსეთის ფედერალურ სამსახურს, რომ სახელმწიფო საბჭოს სამუშაო ჯგუფთან ერთად 5 მაისამდე მოამზადონ რეკომენდაციები, რომელიც 12 მაისიდან შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ მოხსნას ითვალისწინებს,“- განაცხადა პუტინმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 93 558 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 867 ადამიანი.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი