რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ონლაინ შეხვედრისას თავად აცნობა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის.
“ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რომ ტესტმა, რომელიც მე ჩავიტარე კორონავირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. „როსპოტრებნადზორის“ რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დავიცვა თვითიზოლაცია, შევასრულო ექიმების მითითებები.ამის გაკეთება აუცილებელია, რათა დავიცვა ჩემი კოლეგები“ , - განუცხადა მიშუსტინმა ვლადიმერ პუტინს, რომელთა შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მიშუსტინმა მისი მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტს პირველი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, რომელსაც პუტინი უკვე დათანხმდა.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი