"მეცნიერული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა"
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, საუკეთესო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა.
„თუ შევხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, მეცნიერული მტკიცებულებები ძალიან, ძალიან ადასტურებს, რომ ეს არ შეიძლება ხელოვნურად შექმნილიყო ან გამიზნულად ყოფილიყო მანიპულირებული. დროთა განმავლობაში ევოლუციას თუ დავაკვირდებით, ეს ძლიერი განმსაზღვრელი იქნება, რომ ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა და შემდეგ სხვა სახეობებზე გადავიდა“,-აღნიშნა ფაუჩიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას აქვს ნანახი მტკიცებულებები, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის, უხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა.
ტეგები:
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი