ამ გვერდის ამობედვა

ნიუ-იორკში კომენდანტის საათი გააგრძელეს

ნიუ-იორკის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენდანტის საათი ქალაქში კიდევ ერთი დღით გააგრძელა.

დემონსტრანტები მიენაპოლისში პოლიციის მიერ აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებდნენ, თუმცა, დღისით გამართული მშვიდობიანი აქციები ღამით ძალადობაში, მასობრივ დარბევასა და მოროდიორობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა დაარბიეს და გაძარცვეს მეხუთე ავენიუზე მდებარე ბრენდული მაღაზიები.

 

პოლიციამ მეგაპოლისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძარცვისა და მაროდიორობის ბრალდებით 400 ადამიანი დააკავა.

 

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

წაკითხვა 382 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020