ამ გვერდის ამობედვა

"თალიბები“ "ალ- ქაიდასთან“ კავშირს აგრძელებენ

აშშ-თან გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, „თალიბების“ დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდასთან“ კავშირს მაინც აგრძელებს.

ამ განცხადებას გაერო ავრცელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, აშშ-თან სამშვიდობო მოლაპარაკების პერიოდში „თალიბებმა“ სულ მცირე ექვსი უმაღლესი დონის შეხვედრა გამართეს „ალ-ქაიდასთან“. ტერორისტულ ორგანიზაციის ლიდერები და ასობით შეიარაღებული პირი ავღანეთში ამ დრომდე იმყოფება.

 

შეთანხმება აშშ-სა და „თალიბებს“ შორის თებერვლის ბოლოს ყატარში გაფორმდა.

 

მიუხედავად ამ სამშვიდობო შეთანხმებისა, ავღანეთში შეიარაღებული დაპირისპირება მაინც გრძელდება. შეთანხმება ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ავღანეთის ხელისუფლებისა და „თალიბების“ მხრიდან ტყვეების გათავისუფლებასა და მხარეებს შორის შიდაავღანური მოლაპარაკების დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში თითქმის 19 წლიან ომს წერტილი უნდა დაუსვას

წაკითხვა 450 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 02 2020