ესპანეთში ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მათ შორის, არც ბოლო 24 საათის განმავლობაში.
ამის შესახებ ინფორმაციას მედია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 27 127 ადამიანს შეადგენს.
რაც შეეხება დაინფიცირების ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 137 ადამიანით გაიზარდა და 239 932 გახდა.
ბოლო ერთ კვირაში, საავადმყოფოში 243 პაციენტი მოხვდა, რომელთაგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულია 11 პაციენტი.
ტეგები:
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი