ამ გვერდის ამობედვა

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 8 536 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 178 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 5 215-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

 

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 536-ით გაიზარდა და 432 277-ს მიაღწია.

 

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

 

კორონავირუსისგან სულ 195 957 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

წაკითხვა 407 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2020