ამ გვერდის ამობედვა

სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 524-ს აღწევს

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 515 ადამიანს დაუდასტურდა.

ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 524-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 170 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 12 გასული დღე-ღამის განმავლობაში. 3454 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომლებიც სხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ 56-ს შეადგენს.

 

ამჟამად 6841 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს. ქვეყანაში ტესტირება ამ დროისთვის 61650 ადამიანს ჩაუტარდა.

წაკითხვა 402 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2020