ამ გვერდის ამობედვა

ტრამპის ბრძანებით ვაშინგტონს ავიაცია გადაუფრენს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყანაში მიმდინარე აქციებისა და პროტესტის ფონზე, ვაშინგტონის თავზე ავიაცია გადაიფრენს.

ინფორმაციას, პენტაგონზე დაყრდნობით, ამერიკული მედია ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია ავიამანევრში რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკა ინება გამოყენებული.

 

პენტაგონის განცხადებით, მისიის სახელწოდებაა „ოპერაცია თემიდა“ (თემიდა - ბერძნულ მითოლოგიაში მართლმსაჯულების ქალღმერთია).

 

მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონთან ახლოს მდებარე 2 ავიაბაზაზე 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის 700 წარმომადგენლის მობილიზება მოხდა. დამატებით 1400 სამხედრო მზადყოფნაშია. საჭიროების შემთხვევაში მათ მობილიზებას მხოლოდ 1 საათი დასჭირდება.

 

აშშ-ში ვითარება დაძაბული რჩება. მოსახლეობის უკმაყოფილება მინეაპოლისში პოლიციის მიერ 46 წლის აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა საეჭვოდ ჩათვალეს, ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს, ასფალტზე დააწვინეს და ყელზე მუხლი დააბჯინეს.

 

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული. შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა. ფლოიდის მკვლელობა აუტოფსიამ დაადასტურა.

წაკითხვა 444 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 03 2020