ბრაზილიამ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით იტალიას გადაუსწრო
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კოროავირუსისგან 1 473 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ბრაზილიაში კოვიდ 19-ის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 34 021-ს მიაღწია, რაც, „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემების თანახმად, იტალიაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების მაჩვენებელს აღემატება, სადაც ვირუსს დღემდე 33 689 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 30 925 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობამ 614 941-ს მიაღწია.
ცნობისათვის, ბრაზილია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით მესამე ქვეყანა გახდა მსოფლიოში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, დადასტურებული შემთხვევებით კი ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.
სიახლეები
- "არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება, მჯერა, რომ ახლა რუსეთს ვებრძვით" - რას წერს ზურა ჯაფარიძე?
- 17-წლიანი არსებობის შემდეგ რატომ გახდა აუცილებელი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეორგანიზაცია
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა შემცირებულია და 49% შეადგენს" - „ევრობარომეტრი“
- "საქართველო დღეს დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა" - ელეონორა არჩაია