"მე პოლიცია ჯერ გავაუქმე, შემდეგ კი აღვადგინე, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია იგივე გააკეთოს"
ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლის“-ში («Foreign Policy») სათაურით „მე პოლიცია ჯერ გავაუქმე, შემდეგ კი აღვადგინე. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია იგივე გააკეთოს // საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნდობის აღდგენა და კორუფციაზე გამარჯვება“ გამოქვეყნებულია მიხეილ სააკაშვილის სტატია, რომელშიც იგი ჰყვება, თუ როგორ განახორციელა პოლიციის რეფორმა საქართველოში.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 2004 წელს მე არშემდგარი სახელმწიფოს პრეზიდენტი გავხსი. სამართადამცველი ორგანოები დანაშაულებრივი დაჯგუფებებისავით მოქმედებდნენ: ოფიცრები ითხოვდნენ ქრთამს, ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით და იარაღით, ასევე მუშაობდნენ პოლიტიკური და საქმიანი ელიტისათვის - დაქირავებულ ძალად, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საქართველო „მძარცველი პოლიციელების ქვეყნის“ ქრესტომათიულ ნიმუშად ითვლებოდა: პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ელემენტარულ მოვალეობასაც კი არ ასრულებდა, მდიდრდებოდა და თავის მფარველებსაც ამდიდრებდა, მოსახლეობისაგან ფულის გამოძალვის გზით. გამოკითხვის თანახმად, პოლიციის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ქართველების მხოლოდ 2,3%-ს ჰქონდა. სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ჩვენ სიტუაცია შევცვალეთ და ჩვენეული მოდელი ისეთ ქვეყნებს შევთავაზეთ, რომლებიც პოლიციის რეფორმის გატარებას ცდილობდნენ, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, თუ როგორ ებრძოდა ე.წ. „კანონიერ ქურდებს“, როგორ გაათავისუფლა ათი ათასობით პოლიციელი და მათ ნაცვლად ახალი ტანამშრომლები მიიღო. იგი აღნიშნავს იმდროინდელი შინაგანა საქმეტა მინისტრის ვანო მერაბიშვილის დამსახურებასაც...
სტატიის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი რეკომენდაციებს აძლევს აშშ-ის პოლიციას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში სამართალდამცველების მიმართ ნდობა აღდგეს, საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://foreignpolicy.com/2020/06/11/abolish-police-georgia-brutality-crime/
სიახლეები
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი
- "ამით მიანიშნა, რომ დერეფნის ძირითადი ხაზი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის. საქარზთველო მას არ უხსენებია" - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე
- ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა