რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი: ემანუილ მაკრონის ორმაგი სტანდარტები
ფრანგულ გამოცემა „ოპინიონ“-ში («L'Opinion») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი: ემანუილ მაკრონის ორმაგი სტანდარტები“, რომლის ავტორი, პოლიტიკური მიმომხიოლველი ჟან-დომინიკ მერშე რუსეთთან და თურქეთთან საფრანგეთის პრეზიდენტის პოლიტიკას აკრიტიკებს.
„ემანუელ მაკრონმა ამ დღეებში კუნძულ კორსიკაზე გამართულ ევროკავშირის სამხრეთ ევროპული წევრების ლიდერთა სამიტზე თურქეთს ისევ „ყური აუწია“ და განაცხადა, რომ ანკარა ისე უხეშად მოქმედებს ხმელთაშუა ზღვაზე, რომ იგი ჩვენი პარტნიორი ვეღარ იქნებაო. აუცილებელია დაძაბულობის განეიტრალება და ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა“, - წერს ავტორი.
„საფრანგეთის მოკავშირეები, უპირველესად კი ამერიკელები და გერმანელები პარიზსა და ანკარას შორის დაპირისპირებას თვალს ადევნებენ, თანაც გარკვეული გაღიზიანებით. ვაშინგტონს და ბერლინს არ სურთ ნატოს წევრ თურქეთთან ურთიერთობის გამწვავება. ისინი აღნიშნავენ, რომ ფრანგები ვლადიმერ პუტინს უფრო პატივს სცემენ და თავაზიანად ეპყრობიან, ვიდრე რეჯეფ ერდოღანს. კი, თურქეთში დემოკრატიის მხრივ სიტუაცია იდეალური არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იქ ოპოზიცია ქვეყნის ორ დიდ ქალაქს მართავს - სტამბოლსა და ანკარას. იმავდროულად ალექსი ნავალნის შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ვლადიმერ პუტინს ოპოზიციასთან“, - მსჯელობს სტატიის ავტორი და აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვთან და ანკარასთან ურთიერთობაში „ორმაგ პოლიტიკურ სტანდარტებს“ ავლენს.
„რაც არ უნდა მოხდეს, რუსეთი და თურქეთი მაინც ევროპის ქვეყნებად ითვლებიან. ემანუელ მაკრონი სწორად მოიქცა, როცა რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია დაიწყო. ახლა მან იგივე უნდა გააკეთოს თურქეთთანაც“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის