განმარტებები ბიზნესისთვის - როგორ იმუშავებს სექტორი კარანტინის პერიოდში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბიზნესისთვის განმარტებებს აქვეყნებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„განმარტებები ბიზნესისთვის:
- დღის განმავლობაში დისტრიბუცია არ არის შეზღუდული;
- კომენდანტის საათებში დისტრიბუციის და თანამშრომლების მოძრაობისათვის საშვის მისაღებად თბილისში არსებულმა კომპანიებმა მიმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მიაწოდეთ მანქანის ნომერი, პიროვნების სახელი, გვარი პირადი ნომერი აქ ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;
- რეგიონებში არსებულმა ბიზნესმა საშვის მისაღებად მიმართეთ გუბერნატორთან არსებულ რეგიონალურ შტაბს;
- ძირითად ქალაქებთან არსებულ ბლოკპოსტებზე გაგიზომავენ სიცხეს;
- მსუბუქ ავტომობილში არ უნდა იჯდეს 3 ადამიანზე მეტი მძღოლის ჩათვლით;
- კომპანიის თანამშრომელთა მარშუტკით გადაადგილებისას უნდა იჯდეს 10 პირი ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება დღეს,“- წერს კალანდაძე.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე