"ლარს პოლიტიკური ქაოსი აუფასურებს" - ვიცე-პრემიერი
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს.
მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ლარის კურსზე აისახება არა მხოლოდ ის, რაც ხდება ქვეყანაში, არამედ ისიც, რაც ხდება საზღვარგარეთ.
ცქიტიშვილის აზრით, ლარის დევალვაციის მთავარი მიზეზი ოპოზიციური პარტიების უპასუხისმგებლო ქმედებებია, რომლებიც მუდამ "სადღაც შევარდნებს, აქციებსა და მსგავს ქმედებებს" აანონსებენ. ცქიტიშვილი ამბობს, რომ ეს მოლოდინებს აუარესებს, რაც კუსრსს მძიმე დარტყმას აყენებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ არჩევნების შემდგომ განვითარებული პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიდეს.
"ამის შემდეგ ყველა ვიქნებით კმაყოფილი ვალუტის კურსითაც და ეკონომიკური ზრდითაც“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
სიახლეები
- ბრიტანეთმა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა
- ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-სგან $50 მილიარდის სამხედრო პაკეტი იყიდოს
- ,,ევროსაბჭოს რეზოლუცია ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები"- კახა კალაძე
- ,,შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო”- შალვა პაპუაშვილი