ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, აშშ-სგან $50 მილიარდის სამხედრო პაკეტი იყიდოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა მზად არის, აშშ-სგან სამომავლო სამხედრო დახმარების პაკეტის საყიდლად $50 მილიარდამდე გადაიხადოს.
ზელენსკის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება ჯერ კიდევ არ ამოწურულა, თუმცა უკრაინას ტრამპის ადმინისტრაციისგან დამატებითი დახმარების პაკეტების მიღება სურს.
"ამერიკულ მხარეს გადავეცით მასშტაბური პაკეტი, რომლის ყიდვაც გვინდა. რათა ამა თუ იმ ფორმით ვიყიდოთ". - თქვა ზელენსკიმ.
"მრავალი სხვადასხვა ფორმატი ან ინსტრუმენტია, რისთვისაც მზად ვართ. ჩვენ მზად ვართ, როგორც $30 მილიარდი, ასევე $50 მილიარდი გამოვნახოთ შესაფერისი პაკეტის საყიდლად". - დაამატა მან.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
