April 18, 2025

,,შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო”- შალვა პაპუაშვილი

,,შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ამაზრზენ თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ ელჩმა მემორიალი ყვავილებით შეამკო, ეს ფარისევლობა რომ დასრულდეს ველოდებით კონკრეტულ პასუხს საელჩოსგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„გუშინ რაც ვიხილეთ, აბსოლუტურად სამარცხვინო აქტი იყო. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, რომელიც რუსთაველზე იყო, ფეხქვეშ გათელა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა, ფეხქვეშ გათელა ის იდეები, რისთვისაც 1989 წლის 9 აპრილს შეკრებილი ადამიანები საბჭოთა ჯარს წინ დაუდგნენ. გუშინ ამ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ფეხქვეშ გათელა ზოგადად იდეა, რისთვისაც ეროვნული მოძრაობა იბრძოდა. თუმცა, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას კიდევ უფრო ღრმა პრობლემები და ფესვები აქვს იმ მხრივ, რომ ეს არ იყო ცალკეული ადამიანი. ჩვენ ვნახეთ და ვიცით, რომ ეს იყო ორგანიზებული კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საფარი“, „სირცხვილია“, მათ შორის ქალბატონი ლომჯარიას „ენჯეო“, რომლებსაც იქ ვხედავდით და რომლებიც წინა დღეებში აორგანიზებდნენ ღონისძიებას, რომ ხელი შეეშალათ მათთვის მიუღებელი პირების მისვლისთვის რუსთაველზე. მთავარი მიზანი იყო, უნდოდათ, საზოგადოებას შორის პროვოცირება დაპირისპირების მოეხდინათ. ვიხილეთ კიდევაც, რომ მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიეს თავისას, ძალადობა დაიწყეს. პრობლემა არის არა ის, რომ იქ ცალკეული ადამიანები იყვნენ, პრობლემა არც ის არის, რომ რომელიღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავდა საზოგადოების დაპირისპირებას, პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ორგანიზაციებს ჰყავთ კონკრეტული დონორები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ, სინამდვილეში იქ ყვიროდა შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართული „ენჯეოს“ რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ, იქ ყვიროდა, ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს და სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც უნდოდათ ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ მემორიალთან თავად მემორიალთან. კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს. ეს არის რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი?! შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

წაკითხვა 419 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.