"დღეს ქართველი ხალხი ოლიგარქს დაამარცხებს"- ნიკა მელია
შეუძლებელია, დილის 8-ის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხი ოლიგარქს დაამარცხებს.
„მსგავსი აქტივობა ყველა უბანზე არავის არასდროს უნახავს. 8-ის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში, ეს იმას ნიშნავს, რისი მოლოდინით მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდა, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს. ხშირად ვამბობდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეთქმულებისთვის ემზადება და შეთქმულება გამოიხატებოდა არჩევნების დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში და ამას თვალნათლივ ვხედავ. შეუძლებელია დილის 8-ის ნახევრიდან ამხელა აქტივობა იყოს და ეს არ იყოს განპირობებული ჟინით, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური ცხოვრების შანსი, ჯერჯერობით შანსზე ვსაუბრობთ. ყველას ყელში ამოუვიდა ცინიზმი, დაცინვა მთელი 8 წლის განმავლობაში, თითქოს ყველაფერი კარგადაა ყველაფერი ისეა, როგორც ბიძინა ივანიშვილს უნდა და არა ხალხს, მაგრამ მერე რა, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ხომაა ბედნიერი. პასუხი იქნება მშვიდი და უდრეკი. ქართველი ერი დღეს დაამარცხებს ოლიგარქს და დღეიდან და ხვალიდან ასპარეზი ამ ქვეყანაში ქართველი ხალხის ნიჭიერებას ექნება და არა ერთი ადამიანის სურვილებს.
ერთი, უბნებზე დილიდან რიგების პრეცედენტი არ ყოფილა და მეორე, მე არ მახსენდება აშშ-ს ელჩი დილიდანვე ცესკოში მისულიყო, ესეც ნიშნავს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ქართველ ხალხთანაა და არჩევანს არავის მოაპარინებენ. ჩვენ, ქართველი ხალხი, არჩევანს არ მოვაპარინებთ ბიძინა ივანიშვილს”, - განაცხადა მელიამ.
სიახლეები
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა
- 7 წელი თქვენს სამსახურში - დღეს, FirstNews.ge - ს დაბადების დღე
- "საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემონსტრანტების დასასჯელად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს" - Amnesty International