"საქართველო იქნება მსოფლიოში მერვე ქვეყანა, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება"
პარლამენტი არ არის იდეაფიქსი, რომ აუცილებლად პარლამენტის თბილ კაბინეტებში იჯდე. პოლიტიკური ცხოვრება შეიძლება უფრო აქტიური გახდეს პარლამენტის გარეთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცუდია, რომ საქართველო იქნება მსოფლიოში მერვე ქვეყანა, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება.
ამასთანავე, უდუმაშვილმა მესამე რაუნდის გაჭიანურებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნ, რომ ხელისუფლება მზად არ არის ოპოზიციას კონკრეტული წინადადება შესთავაზოს.
„მესამე რაუნდის დროში გაწელვა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბრალია იმიტომ, რომ ხელისუფლება არ არის მზად, რომ შეხვდეს ოპოზიციას და კონკრეტული წინადადებები წარუდგინოს. ჩვენ ყოველდღე მზად ვართ შესახვედრად და ველოდებით ხელისუფლების გადაწყვეტილებას. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ახალი არჩევნები ქვეყანაში. ეს არის მიბმული შემდეგ საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან. ეს არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული ორი თემა, რომელიც ცალ-ცალკე არ განიხილება. როგორც ჩანს. ხელისუფლება არ არის მზად რომ მოვიდეს მოლაპრაკების მაგიდასთან. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, არანაირი წინადადება არ წამოსულა.
პარლამენტი არ არის იდეაფიქსი რომ აუცილებლად პარლამენტის თბილ კაბინეტებში იჯდე. პოლიტიკური ცხოვრება შეიძლება უფრო აქტიური გახდეს პარლამენტის გარედან. ასე რომ, ის უფრო ცუდი იქნება რომ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია და საქართველო მერვე ქვეყანა გახდება მსოფლიოში, ვისაც ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება,“- განაცხადა უდუმაშვილმა.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან