"21 ნოემბერს სირცხვილის დერეფანი კლასიკური მოდელით არ განიხილება"
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია 21 ნოემბერს საპროტესტო აქციას გეგმავს, თუმცა რა ფორმით, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
„ბევრი ვერსიაა, იხილება ცოცხალი ჯაჭვიც. ყველა პარტია თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს და ერთ პოზიციაზე შევთანხმდებით. სირცხვილის დერეფანი კლასიკური მოდელით არ განიხილება, რადგან ჩვენია თუ სხვისი ამომრჩეველი, მასზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ. ხელისუფლებას პატივი რომ ეცა ამომრჩევლის ნებისთვის, ეს შედეგი არ იქნებოდა, რაც დღეს გვაქვს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, თუ ვინმემ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნება“ და მისი ამფსონებია.
„იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან მესამე შეხვედრაზე გონივრული წინადადება იქნება, რადგან ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია შესული და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. წინადადება შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საპროტესტო ღონისძიებების დაგეგმვაზე მსჯელობენ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
