"ქართული ოცნება“ დარჩება თავის თავთან მარტო"- გიგი უგულავა
დღევანდელი აქცია სიმბოლურია, სიმბოლურ ადგილას. საქართველოს პირველი პარლამენტი სწორედ აქ შეიკრიბა და ჩვენი დღევანდელი აქცია, ბოიკოტი მეათე მოწვევის გაყალბებულ პარლამენტს სწორედ პარლამენტარიზმის დაცვას და არჩევნების იდეის დაცვას ემსახურება, რადგან თუ რამე აზიანებს დემოკრატიას, თუ რამე აზიანებს არჩევანის თავისუფლებას, ეს არის გაყალბებული არჩევნები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„ის რაც დღეს, აქ, მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში, ამ ისტორიულ ადგილას ხდება, არის სწორედ ქართული პარლამენტარიზმის და საქართველოს ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი. ეს ბოიკოტი შედგება, თქვენ ნახავთ, რომ „ქართული ოცნება“ მარტო შეიკრიბება და ტესტი ამ ბოიკოტის, რა თქმა უნდა იქნება 17 დეკემბრისკენ, როდესაც ინდივიდუალურად პარლამენტარები დაწერენ განცხადებას და რეალურად უკვე „ქართული ოცნება“ დარჩება მართლაც თავის თავთან მარტო, უკვე ამ შემთხვევაში იურიდიულადაც“, – განაცხადა უგულავამ.
მეათე მოწვევის პარლამენტი პირველი სხდომას მართავს. სხდომა 12:00 საათზე დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.
სიახლეები
- „რუსეთს იმედი აქვს, რომ „თეთრ სახლში თავის კაცს დასვამს“ და ამით ნატოს ძლიერებას დაასუსტებს“ – უცხოური პრესა
- "ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი"- პრემიერი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისისთვის
- "სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ტყუილად არ დაუკავებიათ არავინ, ეს ადამიანები ახორციელებდნენ ძალადობას"
- "გდდ-ს ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში"