"გიღალატათ ივანიშვილმა, ზურგი გაქციათ"- გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აცხადებს, რომ მან ქვეყანა მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მიატოვა და კრიზისზე პასუხისმგებლობა მოიხსნა.

გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა, პოლიტიკიდან წასვლით, იმ ამომრჩეველს უღალატა, რომლებმაც 31 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა.

 

ამასთან, როგორც უგულავამ განაცხადა, პარტიიდან წასვლის მიუხედავად, ივანიშვილი პროკურორებისა და მოსამართლეების მეშვეობით ძალაუფლებას მაინც შეინარჩუნებს.

 

„თავისთავად ცხადია, რომ ვიდრე მორიგი მთავარი პროკურორი შოთაძე ან რომელიმე მურუსიძე მის მისაღებში იდგება სქელი საქაღალდეებით, ვინ დაიჭირონ და ვინ გამოუშვან ციხიდან, ძალაუფლება ისევ ივანიშვილის ხელში იქნება. ივანიშვილის დღევანდელი განაცხადი არის უკიდურესი უპასუხისმგებლობისა და სისუსტის გამოვლინება. უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას 8 წელიწადი მართავ და შენი მმართველობის შემდეგ გასამმაგებული ვალი ხვდება ქვეყანას. უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, როდესაც გარბიხარ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემიაა და პასუხისმგებლობა ფაქტობრივად, შენზეა და შენ მიერ მოყვანილ ადამიანებზე.

 

სისუსტის გამოვლენაა, როდესაც ქვეყანას კრიმინალი ძიძგნის, ფეისბუქპოსტით გაქცევა. მინდა, ვუთხრა ამომრჩევლებს, თქვენ, ვინც 31 ოქტომბერს 41 ნომერი შემოხაზეთ, 41 არ შემოგიხაზავთ კობახიძის თუ ელისო ბოლქვაძის გამო, თქვენ 41 შემოხაზეთ ივანიშვილის გამო. შესაბამისად,  ამ პარლამენტს, რომელსაც ისედაც ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს, ლეგიტიმაციის პრობლემა კიდევ ასჯერ მწვავედ დგება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო ახლოს ვართ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან. გიღალატათ ივანიშვილმა. ზურგი გაქციათ ივანიშვილმა, დაგტოვათ აი, ამ ხროვის წინაშე, რომელსაც არასდროს არაფერი გაუკეთებია. ივანიშვილმა მოგატყუათ. დღეს, როგორც არასდროს, აითესა, წავიდა, გაიქცა. ფაქტი არის ერთი- რიგგარეშე არჩევნებს მივუახლოვდით. თუ ვინმემ მიეცით ხმა „ქართულ ოცნებას“, ისიც კი გარბის და გაიქცა როგორც უკანასკნელი ვირთხა. ამიტომ, დავსხდეთ და დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

წაკითხვა 552 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 11 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.