"გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის მწვავე და პრინციპული იყო"
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული“.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვაშაძის დღევანდელი განცხადება, თავისი შინაარსით და ფორმით, მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.
„ვიდრე 8 მარტის შეთანხმება იქნებოდა მიღწეული, შესაძლებლობა მქონდა, მოლაპარაკებების ორ საწყის რაუნდში პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო. გრიგოლ ვაშაძე პირველად იქ გავიცანი. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი-იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და „ქართული ოცნების“ ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში. ჩემი ყურებისთვის, „ქართული ოცნების“ მოსასმენად ძალიან უსიამოვნო რამეს იტყოდა, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ნაკარნახევი, თითქოს უფრო არა ვიწრო პარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს. შესაბამისად, მისი დღევანდელი განცხადება თავისი შინაარსით და ფორმით არ გამკვირვებია. ის საუბრობს ოდიოზურ ფიგურებზე, ამ ოდიოზურ ფიგურებს, ერთ-ერთ მათგანს ცხელი კარტოფილი დავარქვი, როცა მან ციხე დატოვა და რატომღაც, მჯეროდა, რომ ეს ის ცხელი კარტოფილი იყო, რომელსაც გონიერი პოლიტიკური ძალა ახლოს არ მიიკარებდა და არა მხოლოდ მას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ის ძალებია, რომლებზეც თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ იყო, მათ ეყრდნობოდა და ოპოზიციაშიც ძნელია ისინი თავიდან მოიშორო. რა თქმა უნდა, ისინი ამ პოლიტიკურ ძალას ჩიხისკენ მიაქანებენ და მათ ყველანაირ წარმონაქმნს უკარგავენ პერსპექტივას, რომ ოდესმე, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ეს იქნება „ევროპული საქართველო“ თუ სხვა“, – განაცხადა წულუკიანმა.
სიახლეები
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე
- რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინაში “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნის” ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
- "9 აპრილი იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა"
- "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას" - პარტია „გახარია საქართველოსთვის“