თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ქუთაისს ეწვია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამუშაო ვიზიტით ქუთაისს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძე და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.
თეა წულუკიანმა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი და ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას და მუზეუმების ხელმძღვანელობასთან ერთად მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელა.
თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ორივე მუზეუმის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს იმისთვის, რომ ისინი წლების მანძილზე პრაქტიკულად ენთუზიაზმის საფუძველზე უფრთხილდებიან და უვლიან მათ მუზეუმებში დაცულ ექსპონატებს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში.
ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურული გამოწვევები. ასევე ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელობას აქვს სურვილი, რომ გააფართოვოს საგანმანათლებლო საქმიანობა, რაზეც მათი თქმით, ქუთაისში დიდი მოთხოვნაა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კულტურული აქტივობები, საზოგადოებისთვის კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამუზეუმო პროცესების აქტიურად წარმართვა უმნიშვნელოვანესია და სამინისტროს მხრიდან ამ პროცესებს სრული მხარდაჭერა ექნება.
სიახლეები
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის
- " პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი"
- "თვითონ ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე, თვითონ ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები" - ცოტნე ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილზე
- "ეს არის შეხსენება ყველასთვის, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომლებიც ჭეშმარიტად ქართული, ევროპული და ქრისტიანულია"