"ოპოზიციის განცხადება სამართლებრივი ბლეფია"- თეა წულუკიანი

ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში რომლიმე პარტიამ აღარ მიიღოს მონაწილეობა.

 

„მეორე ტურზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ამომრჩეველს, ვის მხარდამჭერადაც არ უნდა მოიაზრებოდეს, ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი ბლეფი. ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმას, რომ მეორე ტურში ვინმემ აღარ მიიღოს მონაწილეობა. თქვენ როდესაც მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ, რა თქმა უნდა, იქნება 5-იანი, ხუთოსანი პარტია, 41-ის, ანუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ან სხვა კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად გავიდა მეორე ადგილას. ამიტომ არჩევანის საშუალება რა თქმა უნდა, როგორც მანამდე უზრუნველყოფდა ხელისუფლება და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტები, მეორე ტურზეც თქვენ გექნებათ არჩევანი.

 

მინდა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოვუწოდო უპრეცედენტო მობილიზაციისკენ, რადგან მეორე ტური არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების დღე და კარგი იქნება, თუ ოპოზიციის ამომრჩეველიც გამოვა და მათთვის სასურველ კანდიდატს მისცემს ხმას. შესაბამისად, მეორე ტური შედგება და ბლეფია იმის მტკიცება, თითქოს თუკი ისინი იტყვიან, აღარ გვინდა მეორე ტური, მეორე ტური არ ან ვერ შედგება. ეს არის, რაც მეორე ტურზე ამ დღეებში ხმამაღლა უნდა ითქვას. ფაქტობრივად კი, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი თავიანთ პარტაქტივთან, მხარდამჭერებთან რა თქმა უნდა, ჩუმად მუშაობენ, რომ მიიყვანონ და ხმა მიაცემინონ არჩევნებზე, რაც პრინციპში, დასამალი არ არის და კარგია, თუ ამას ხმამაღლაც იტყვიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წაკითხვა 679 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.