რა ქონებით ტოვებს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას
2012 წლის მარტის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6,4 მლრდ დოლარს შეადგენდა, პოლიტიკაში ოფიციალურად მოსვლის შემდეგ კი, 2013 წლის მარტისთვის, როგორც Forbes.com-ზეა აღნიშნული, მილიარდერი პოლიტიკოსის ქონება 5,2 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
დღეის მდგომარეობით კი ივანიშვილის ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის Forbes-ის მილიარდერთა სიაში 573-ე ადგილზეა. შესაბამისად, გამოდის, რომ ბოლო 9 წელიწადში ივანიშვილის ქონება 1,6 მლრდ დოლარით შემცირდა.
ცნობისათვის, ივანიშვილმა ბიზნეს-კარიერა პოსტ-საბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის მოპოვებაში, ბანკებსა და უძრავ ქონებაში ფულის ჩადებით დაიწყო. თავისი აქტივების უმეტესობა 2003-2006 წლებში გაყიდა, დანარჩენი ნაწილი გაიყიდა საქართველოში პრემიერ-მინისტრად არჩევამდე 2012 წელს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ტოვებს პოლიტიკურ პატრია „ქართულ ოცნებას“ და მიდის პოლიტიკიდან.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ