"ოპოზიციის დიდმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ საქართველო მძევლად აიყვანოს"
მისი თქმით, „ერთადერთი გამოსავალი იმ ვითარებიდან იქნებოდა სამართლიანი შეფასების გაკეთება ყველა იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციის ნაწილს გააჩნია“.
„კომისია კომპეტენტური უნდა იყოს და ამაში ჩაერთოს, არა მარტო „ქართული ოცნება“, არამედ ექსპერტთა ჯგუფი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებელთა და სპეციალისტთა ჯგუფი. ძალაში რჩება ჩვენი პირობა. თუ აღმოჩნდება, რომ ერთი პროცენტი მაინც გადახრა არის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, მაშინ საფუძველი ექნება ხელახალი ან ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეას, მაგრამ ასეთი სურვილი, რომც გვქონდეს, ჰიპოთეტურად, რომ წარმოვიდგინოთ, თუ საფუძველი არ არსებობს, ხომ არ შეიძლება, მხოლოდ სააკაშვილის და ნათელაშვილის მოწოდებაზე იყოს დამყარებული საქართველოს ხვალინდელი დღე. ეს არის ვითარების მთელი ფორმულა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან